phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, CISI პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტის კოორდინატორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის ადმინისტარციის წარმომადგენლებსა და პროფესორებთან. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. ასევე, პროექტის გუნდი შეხვდა ადგილობრივი სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, განიხილეს საქართველოში ინკლუზიური განათლების გამოწვევები. 
 

პარტნიორები