CISI პროექტის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი სასაწავლო კურსები:
ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების განათლება - კურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს სიღრმისეული ცოდნა ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების განვითარებასა და სწავლასთან დაკავშირებული თავისებურებების, ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების განათლების თანამედროვე თეორიული მიდგომებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის მოდელების შესახებ; აღჭურვოს სტუდენტები ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებისა და განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარებით. კურსის მნიშვნელოვან მიზანს, სტუდენტებში ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების მიმართ სწორი დამოკიდებულებისა და მოლოდინების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ მაია წულაძეს maia.tsuladze@tsu.geმხედველობის დარღვევის მქონე პირთა სწავლების მეთოდები და განვითარების თავისებურებები - სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს გადასცეს პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანების სწავლების ძირითადი ასპექტების, თეორიული საფუძვლების, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და პრაქტიკული სამუშაო სტრატეგიების შესახებ; ჩამოუყალიბოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარები.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:მარიამ მიქიაშვილს mariam.miki@gmail.com;
ანა მიქიაშვილს ana.miqiashvili@tsu.ge;
მარინე გურგენიძეს m.gurgenidze@bsu.edu.ge;
ნანი მამულაძეს n.mamuladze@bsu.edu.ge
ცირა კაპანაძეს tsira.kapanadze@bsu.edu.ge
დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია - კურსის მიზანია დასწავლის უნარის დარღვევის ეტიოლოგიის, ტიპების, მახასიათებლების, პრევენციის გზების, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების ძირითადი თავისებურებებისა და პრინციპების შესწავლა; ასევე, სტუდენტს გამოუმუშავოს სწავლებისა და საკლასო მენეჯმენტის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენების უნარი დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ადაპტაციისათვის
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:ნატო ქობულაძეს nato.kobuladze@atsu.edu.ge
ნინო ნახუცრიშვილს n.nakhutsrishvili@gmail.com
მარიამ მეტრეველს metrmari02@gmail.com
მარეხ ნიკოლაძეს Marekhi.nikoladze@atsu.edu.ge
მადონა მიქელაძეს madona.mikeladze@bsu.edu.ge
ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია – კურსის მიზანია სტუდენეტებს მიაწოდოს საფუძვლიანი ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის ტიპიური განვითარების კანონზომიერებები, ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის დარღვევები და მახასიათებლები, ენის, მეტყველებისა დაკომუნიკაციის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა შეფასებისა და სწავლების მეთოდოლოგია და ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაცია, ინდივიდუალური სასწავლო მიზნებისა და მიზნის მისაღწევი აქტივობების მორგების პროცესი.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:მარიკა არევაძეს Marika.arevadze@gmail.com
შორენა ძამუკაშვილს shorena.dzamukashvili@tesau.edu.ge
მაკა კოჭაურს mkochauri@yahoo.com
თამთა დემეტრაძეს tamta.demetradze@atsu.ge;
ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების მეთოდოლოგია – კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ბავშვის განვითარებასა და სწავლაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები, ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების ძირითადი პრინციპები, ინტელექტუალური განვითარების დარღვევის ტიპები, მახასიათებლები, ეტიოლოგია და პრევენცია, ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაცია.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:ია აფთარაშვილს ia.aptarashvili@tsu.ge
ნინო მოდებაძეს ninomode@yahoo.com
იაგორ ბალანჩივაძეს Iagor.balanchivadze@atsu.edu.ge
ქეთევან დევაძეს keti.devadze@bsu.edu.ge
ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლება - კურსის მიზანია სტუდენეტებს მიაწოდოს საფუძვლიანი ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ემოციური და ქცევითი დარღვევების გამოვლინებები, მახასიათებლები და მიზეზები მოსწავლეებში, ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა შეფასების მეთოდოლოგია, ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სასკოლო გარემოში ადაპტაციისათვის შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და გამოყენება, ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები და ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ეფექტიანი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:ირინე ჟვანიას irine.zhvania@tsu.ge
თამარ აბაშიძეს tamar.abashidze@tsu.ge
მარინე გურგენიძეს marine.gurgenidze@bsu.edu.ge
ნინო მიქელაძეს n.mikeladze@bsu.edu.ge
აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში - სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა აუტიზმის სპექტრის აშლილობების მიზეზების, სიმპტომების, სპეციფიკური სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განმავითარებელი და სწავლების სტრატეგიების შესახებ; გამოუმუშაოს აუტიზმის მქონე მოსწავლესთან კომუნიკაციის, მისი ფუნქციური, ადაპტური, მათ შორის კომუნიკაციური და ყოფითი უნარების განვითარების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო სივრცეში სწავლება/სწავლის სტრატეგიების გამოყენების, მშობელისა თუ მეურვისთვის სწავლისა და ქცევის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაწევის უნარ-ჩვევები.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:თამარ გაგოშიძეს tamar.gagoshidze@tsu.ge
ნანა მაკარაძეს nmakaradze@bsu.edu.ge
მარინე გურგენიძეს marine.gurgenidze@bsu.edu.ge
ნინო მიქელაძეს n.mikeladze@bsu.edu.ge
სპეციალური და ინკლუზიური განათლების საფუძვლები - კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს საბაზისო ცოდნა ინკლუზიური განათლების, მისი ძირითადი პრინციპების, განხორციელების მოდელებისა და პრაქტიკის შესახებ; აგრეთვე, სტუდენტების სენსიტიურობის ამაღლება განსხვავებული უნარებისა და შესაძლებლობლობების მქონე ინდივიდების მიმართ და შესაბამისი ღირებულებების ჩამოყალიბება.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:მზია წერეთელს Mzia. Tsereteli@tsu.ge
თამარ მახარაძეს tamar.makharadze@tsu.ge
ლიკა კილაძეს lika_kiladze@edec.ge
ინკლუზიური განათლების პრაქტიკა - კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინკლუზიური განათლების თეორიისა და პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები, ინკლუზიური განათლების განვითარება და მონიტორინგი საქართველოში, მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასება, მისთვის შესაფერისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და მოსწავლის ინტეგრირება სასწავლო პროცესში კოლეგებთან და მშობელთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად; უნივერსალური დიზაინის გამოყენება, კლასის მართვისა და მხარდამჭერი გარემოს შექმნა თითოეული მოსწავლის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის საფუძველზე.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:თამარ ისაკაძეს tamarisakadze@gmail.com
ეკატერინე დგებუაძეს edgebuadze@mes.gov.ge
ინკლუზიის გამოწვევები საზოგადოებაში - სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ინკლუზიური საზოგადოებისა და მრავალფეროვნების პრინციპებისა და ფუნდამენტური საფუძვლების, ღირებულებების გაცნობას სტუდენტებისათვის სხვადასხვა თეორიული ჩარჩო-მოდელების, ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა პრაქტიკების, კონვენციური დოკუმენტების სწავლების გზით. სასწავლო კურსი სტუდენტებს უქმნის ზოგად წარმოდგენას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოწვევების, პრობლემის გადაჭრის გზების და შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკის თანამედროვე მიდგომების შესახებ.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:გიორგი ახმეტელს akhmetelig@gmail.com
სოფიკო შუბითიძეს sopo.shubitidze@gmail.com
სოფიკო აბაშიძეს abashidzesopho@gmail.com