phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

18
ოქტობერი

პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში


    შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში CISI პროექტის წევრებმა პროექტის ფარგლებში შემუშავებული კურსების საკითავი მასალა წარმოადგინეს.

29-30
ივნისი

29-30 ივნისს, თსუ-ში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი პირველი ეროვნული კონფერენცია ჩატარდა


    CISI პროექტის ფარგლებში, კონსორციუმის ქართველი პარტნიორების მიერ საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას - "ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც გააშუქებს საქართველოში მიმდინარე ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებს განათლების სხვადასხვა საფეხურზე.

29-9
მაისი - ივნისი

მონიტორინგი-სუპერვიზიის მორიგი ვიზიტი




2023 წლის გაზაფხულის სემესტრში პილოტირებული კურსების მონიტორინგი-სუპერვიზიის მიზნით პროექტის უცხოელი პარტნიორების მორიგი ვიზიტი განხორცილედა.
16
მაისი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა თსუ-ში


    16 მაისს, CISI პროექტის ქართველმა პარტნიორებმა - ოთხმა უნივერისტეტმა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

თებერვალი - მარტი

მოკლევადიანი ტრენინგები ქართულ უნივერსიტეტებში




CISI პროექტის ფარგლებში პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, სტუდენტებისთვისა და პარტნიორი სკოლების სპეციალური მასწავლებლებისთვის ჩატარდა მოკლევადიანი ტრენინგები, რომლებიც მიზნად ისახავდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით ინფორმირებულობის ამაღლებას.
20-24
თებერვალი

ვიზიტი მარბურგის უნივერსიტეტში


   CISI პროექტის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მარბურგის უნივერსიტეტში.

10-25
ნოემბერი

პროექტის უცხოელმა პარტნიორებმა პროექტის ფარგლებში მეორე ვიზიტი განახორციელეს საქართველოში


   2022 წლის შემოდგომის სემესტრში პილოტირებული კურსების მონიტორინგი-სუპერვიზიის მიზნით, საქართველოს ეწვივნენ კოლეგები პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებიდან.

10-5
სექტემბერი - ნოემბერი

ვიზიტი პროექტის პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტებში




2022 წლის სექტემბერ - ნოემბერში პროექტის მეორე და მესამე სამუშაო ჯუფის წევრები ეწვივნენ უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტებს.
30-9
ივნისი ივლისი

პილოტირებული კურსების შემაჯამებელი ვორკშოფები


   2022 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა „ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“ კურსის შემაჯამებელ ვორკშოფს. აღნიშნული კურსი პილოტირებული იყო თსუ-ში.

28-29
ივნისი

სპეციალური მასწავლებლის სასერთიფიკატო პროგრამაზე მუშაობა


   28-29 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელ სასერთიფიკატო პროგრამასთან დაკავშირებით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

13
ივნისი

„მარიანის“ შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში


    ააიპ “მარიანიმ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწყო შეხვედრა ''ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ინკლუზიის მხარდასაჭერად'' პროექტის ფარგლებში. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.

28-8
მაისი-ივნისი

პროექტის უცხოელმა პარტნიორებმა პროექტის ფარგლებში პირველი ვიზიტი განახორციელეს საქართველოში


   2022 წლის გაზაფხულის სემესტრში პილოტირებული კურსების მონიტორინგი-სუპერვიზიის მიზნით, საქართველოს ეწვივნენ კოლეგები შემდეგი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან:
ვარშავის უნივერსიტეტი, ტრნასილვანიის უნივერსიტეტი ბრასოვში და მარბურგის უნივერსიტეტი.

27
მაისი

საკითხავი მასალა კურსისთვის „ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების განათლება“ დაბეჭდილია


   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა საკითხავი მასალა კურსისთვის „ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების განათლება“, ISBN 978-9941-491-81-8./p>

9-23
თებერვალი

პილოტირებული კურსების შემაჯამებელი ვორკშოფები


   2022 წლის თებერვალში პროექტის პარტნიორმა უნივერსიტეტებმა შეაჯამეს 2021 წლის შემოდგომის სემესტრში პილოტირებული კურსები:

28
თებერვალი

28 თებერვალი №4ონლაინ სემინარი CISI პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის


   28 თებერვალს ჩატარდა ონლაინ სემინარი CISI პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

25
თებერვალი

25 თებერვალი №3 ონლაინ სემინარი CISI პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის


   25 თებერვალს ჩატარდა ონლაინ სემინარი CISI პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

16
თებერვალი

16 თებერვალი №2 ონლაინ სემინარი CISI პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის


   16 თებერვალს ჩატარდა ონლაინ სემინარი CISI პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

1-2
თებერვალი

N 1 ონლაინ სემინარი CISI პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის


   1-2 თებერვალს ჩატარდა ონლაინ სემინარი CISI პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

17
დეკემბერი

შეხვედრა სიღნაღში


    CISI პროექტის პარტნიორი „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ 2021 წლის 16 დეკემბერს, 15:30 საათზე, სიღნაღში, წნორის საზოგადოებრივ ცენტრში გამართა საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირებთან, სკოლების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან....

22
ნოემბერი

22 ნოემბერი შეხვედრა ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან საჩხერეში


    მოძრაობამ "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად -Curriculum Innovation for Social Inclusion“ ფარგლებში, საჩხერის N1 საჯარო სკოლაში გამართა საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირებთან, სკოლების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ...

15-30
ნოემბერი
ანონსი

სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვა



    მიმდინარე წლის ივლისში, CISI პროექტმა მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სპეციალური განათლების (მასწავლებლის) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს შექმნის თხოვნით.

22
ნოემბერი
ანონსი

შეხვედრა ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან საჩხერეში



    CISI პროექტის პარტნიორი „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ 2021 წლის 22 ნოემბერს, 12:00 საათზე, საჩხერის N1 საჯარო სკოლაში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას შშმ პირებთან, სკოლების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

26-27
აგვისტო

CISI კონსორციუმის შეორე შეხვედრა ბაკურიანში



   CISIკონსორციუმის წევრები შეიკრიბნენ ბაკურიანში მეორე შეხვედრის ჩასატარებლად. შეხვედრა ჩატარდა ჰიბრიდულად. საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, CISI კონსორციუმის უცხოელმა პარტნიორებმა ვერ მოახერხეს ჩამოსვლა და შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთვნენ.

24-25
აგვისტო

კურსების განვითარების ვორკშოფი ბაკურიანში



   CISIკონსორციუმის წევრებმა ბაკურიანში ჩაატარეს კურსების განვითარების ვორკშოფი. ვორკშოფის მიზანი იყო ქართველი კოლეგების მხარდაჭერა კურსების პილოტირების დაწყების წინ - CISI პროექტის ფარგლებში მომზადებული კურსების პილოტირება 2021 წლის შემოდგომის სემესტრიდან იწყება.

12
მაისი

დისტანციური სემინარი მასწავლებლებისთვის


   12 მაისს CISI პროექტის ფარგლებში მასწავლებლებისთვის ჩატარდა დისტანციური სემინარი „მშობლები სკოლაში - კომუნიკაცია, დამოკიდებულებები და მონაწილეობა“. სემინარი ჩაატარა პროექტის პარტნიორმა პოლონეთიდან, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორება: Urszula Markowska-Manista, Monika Skura, Małgorzata Żytko, Anna Zielińska...

23
აპრილი

CISI პროექტის კურსების პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში


   23-24 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში CISI პროქტის ქართველი პარტნიორების სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების მიზანი ბსუ-ს ადმინისტრაციისა და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის წარმომადგენლებისთვის პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსების წარდგენა ...

15
აპრილი

CISI პროექტის კურსების პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში


   15-16 აპრილს CISI პროექტის ქართველი პარტნიორების სამუშაო შეხვედრები ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში აწსუ-თვის მომზადებული 3 ახალი სასწავლო კურსი...

5
აპრილი

CISI პროექტის კურსების პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში


   5 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა CISI პროექტის ქართველი პარტნიორების შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი 3 ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართა...

1
აპრილი

 CISI პროექტის კურსების პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


   1 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა CISI პროექტის ქართველი პარტნიორების შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი 11 ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართა...

21
დეკემბერი

 ქართველი და პოლონელი მასწავლებლების შეხვედრა


   CISI პროექტის პარტნიორების, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა (EDEC) და ვარშავის უნივრსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ქართველი და პოლონელი მასწავლებლების შეხვედრა თემაზე „დისტანციური სწავლების გამოწვევები და საპასუხო ქმედებები COVID-19 - ის პანდემიის პირობებში“...

12
სექტემბერი

 CISI პროექტის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები


   ზაფხულის პერიოდში საქართველოში არსებულმა ხელსაყრელმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ პროექტის გუნდს საშუალება მისცა ჩაეტარებინა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები...

31-1
ივლისი-აგვისტო

 CISI პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის ვორკშოფი


   CISI პროექტის კოორდინატორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, უმასპინძლა პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის ორდღიან ვორკშოფს.

16-31
ივლისი

საინფორმაციო შეხვედრები სკოლების, პროფესიული სასწავლებლების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან

16, 21, 28 და 31 ივლისს ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სკოლების, პროფესიული სასწავლებლების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ფორმატში და მისი ორგანიზატორი იყო პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC).

12 მარტი

CISI პროექტის კონსორციუმის პირველი შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა CISI პროექტის კონსორციუმის პირველ შეხვედრას. კორონავირუსთან (COVID 19) დაკავშირებული საფრთხიდან გამომდინარე უცხოელ მონაწილეთა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელთა ჩართვა შეხვედრაში მიმდინარეობდა ონლაინ ფორმატში...

6 მარტი

საინფორმაციო შეხვედრები შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, CISI პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტის კოორდინატორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...

20 თებერვალი

საინფორმაციო შეხვედრები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, CISI პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტის კოორდინატორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, შეხვედრა გამართეს...

14 თებერვალი

საინფორმაციო შეხვედრები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ( CISI Curriculum Innovation for Social Inclusion) ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პარტნიორები