phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

21 დეკემბერს CISI პროექტის პარტნიორების, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა (EDEC) და ვარშავის უნივრსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ქართველი და პოლონელი მასწავლებლების შეხვედრა თემაზე „დისტანციური სწავლების გამოწვევები და საპასუხო ქმედებები COVID-19 - ის პანდემიის პირობებში“.

შეხვედრის მიზანი იყო ქართველ და პოლონელ მასწავლებელთა შორის COVID-19 - ის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და საპასუხო ქმედებების შესახებ გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაში მონაწილეობადა15 ქართველი და 15 პოლონელი მასწავლებელი. დისკუსია გაიმართება პანდემიის პერიოდში მოსწავლეებთან დისტანციური სწავლებისას არსებულ გამოწვევებზე, საპასუხო ქმედებებზე, მოსწავლეთა, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა ქცევის სირთულეებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათთან მუშაობის სტრატეგიებზე, მეთოდებსა და რესურსებზე.

პარტნიორები