phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

მიმდინარე წლის ივლისში, CISI პროექტმა მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სპეციალური განათლების (მასწავლებლის) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს შექმნის თხოვნით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 11 აგვისტოს N787266 ბრძანებით დამტკიცებულმა სპეციალური განათლების (მასწავლებლის) უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ შეიმუშავა სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი უმაღლესი საგანამანთლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი, რომელიც ახლა საჯარო განხილვისთვის არის გამოტანილი შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 19) დარგობრივი მახასიათებლის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება იწარმოებს 15.11.2021-დან - 30.11.2021-მდე. დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება 2021 წლის 3 დეკემბერს,18:00-ზე, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. სხდომაზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, 30 ნოემბრის 18:00-საათამდე დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/r/i4q2SFPR3P პროექტის დამტკიცების შემდგომ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტები CISI პროექტის ფარგლებში, გეგმავენ სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავებას. აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში, 2022 წლის ზაფხულში ვგეგმავთ პროგრამის მსმენელთა პირველი ნაკადის მიღებას.

პარტნიორები