‘Equal Opportunities for Inclusive Life’ |
პრეზენტაციას ესწრებოდნენ თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის საბჭოს წევრები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების, “მარიანის” და მოძრაობა “ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა CISI პროექტის ადგილობრივი პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებთან. შეხვედრის დროს განხილულ იქნა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და ფორმები.