phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

CISI პროექტის პარტნიორი „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ 2021 წლის 16 დეკემბერს, 15:30 საათზე, სიღნაღში, წნორის საზოგადოებრივ ცენტრში გამართა საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირებთან, სკოლების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

შეხვედრაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა პროექტის ფარგლებში შემუშავებული სილაბუსის პრეზენტაცია და ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინკლუზიის პროცესში. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს სპეცმასწავლებლებმა და ასევე გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.

პარტნიორები