phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

16, 21, 28 და 31 ივლისს ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სკოლების, პროფესიული სასწავლებლების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ფორმატში და მისი ორგანიზატორი იყო პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC). შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება პროექტის შესახებ; და პროეტის ძირითადი მიზნის ირგვლივ მხარდამჭერთა გაერთიანება. შეხვედრას დაესწრო საქართველოს მასშტაბით სკოლების, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი (DPO) და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელი. მონაწილეებმა გამოხატეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლომონ პროექტის გუნდთან და ჩაერთონ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული, საქართველოში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის მუშაობაში.
 

პარტნიორები