phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა CISI პროექტის კონსორციუმის პირველ შეხვედრას. კორონავირუსთან (COVID 19) დაკავშირებული საფრთხიდან გამომდინარე უცხოელ მონაწილეთა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელთა ჩართვა შეხვედრაში მიმდინარეობდა ონლაინ ფორმატში.

შეხვედრა გახსნა თსუ-ს რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ. შეხვედრაში მონაწილეობდა პროექტის 12 პარტნიორი ორგანიზაცია. გლობალური პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატის მიუხედავად, შეხვედრა წარიმართა გეგმის შესაბამისად - შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უცხოელი მენტორების ხელმძღვანელობით იმუშავებს ახალი აკადემიური კურსების განვითარებაზე. შეხვედრის მეორე დღეს სამუშაო ჯგუფებმა ცალკე სესიების ფარგლებში იმუშავეს დისტანციურ რეჟიმში.

პარტნიორები