‘Equal Opportunities for Inclusive Life’ |
ზაფხულის პერიოდში საქართველოში არსებულმა ხელსაყრელმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ პროექტის გუნდს საშუალება მისცა ჩაეტარებინა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები; თუმცა, მხოლოდ ქართველი პარტნიორების მონაწილეობით.
25, 26 და 27 აგვისტოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. მეორე სამუშაო ჯგუფი მუშაობს კურსებზე, რომლებიც ეხება ინტელექტუალური, დასწავლისა და მეტყველების დარღვევების მქონე მოსწავლეების სწავლა-სწავლების თავისებურებებს.
1-2 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, სადაც განხილული იყო ორი ახალი კურსი, რომელიც ეხება აუტიზმისა და ქცევით-ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების სწავლა-სწავლების თავისებურებებს.
3, 4 და 5 სექტემბერს შედგა მეოთხე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც კვლავ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრა იყო გაერთიანებული და დესწრო ოთხივე ჯგუფის წარმომდგენლები, რადგან მეოთხე სამუშაო ჯგუფი მუშაობს ზოგად კურსებზე და მნიშნველოვანი იყო გადამფარავი თემების გამოვლენა.
11-12 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. პირველი სამუშაო ჯგუფი მუშაობს კურსებზე, რომლებიც ეხება მხედველობისა და სმენის დარღვვების მქონე მოსწავლეთა სწავლა-სწავლების თავისებურებებს.