phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

ვიზიტი პროექტის პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტებში

სექტემბერსა და ნოემბერში პროექტის მესამე სამუშო ჯგუფის წევრები თსუ-დან და ბსუ-დან ეწვივნენ ტრანსილვანიის უნივერსიტეტს ბრაშოვში. ვიზიტში ასევე მონაწილეობა მიიღეს კოლეგებმა ოლომოუცში პალაცკის უნივერსიტეტიდან. ქართველი და ჩეხი კოლეგები გაეცნენ რუმინეთის საგანმანათლებლო სისტემას, შეისწავლეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდნეტებისთვის არსებულ მომსახურებები პენსილვანიის უნივერსიტეტში. ეწვივნენ ადგილობრივ სკოლებს, შეხვდენენ საგნისა და სპეციალურ მასწავლებლებს, იმსჯელებს არსებულ გამოწვევებზე. 10-15 ოქტომებრს ვარშავის უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროექტის მეორე სამუშაო ჯგუფის წევრებს აწსუ-დან და თესაუ-დან. ქართველი კოლეგები გაეცნენ განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების სწავლების მეთოდოლოგიას საჯარო და სპეციალურ სკოლებში; ასევე, გაეცნენ ინტეგრირებული კლასების მუშაობის თავისებურებებს. დაესწრენენ ვარშავის უნივრსიტეტის პროფესორების ლექციებს და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში. ვარშავის უნივრსიტეტის სტუდენტებს გააცნეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა. სამუშაო ვიზიტების პროგრამები იხილეთ აქ:

agenda_utbv.pdf
agenda_utbv_31oct_4nov22.pdf
agenda_uw.pdf

პარტნიორები