‘Equal Opportunities for Inclusive Life’ |
პილოტირებული კურსების შემაჯამებელი ვორკშოფები
2022 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა „ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“ კურსის შემაჯამებელ ვორკშოფს. აღნიშნული კურსი პილოტირებული იყო თსუ-ში. ხოლო, 8-9 ივლისს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსის „ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლება“ შემაჯამებელი ვორკშოფი - აღნიშნული კურსის პილოტირება ბსუ-ში განხორციელდა. შეხვედრებზე დეტალურად იყო განხილული სილაბუსების თემები, პილოტირების პროცესში აღმოცენებული გამოწვევები. გაანალიზებული იყო კურსების საკითხავი მასალის სამეცნიერო რედაქტორის კომენტრები.