16 მაისს, CISI პროექტის ქართველმა პარტნიორებმა - ოთხმა უნივერისტეტმა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, „მარიანი“ და „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“) ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის დაარსებისა და მის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
ქსელის ძირითადი მიზანია გააერთიანოს სფეროში მოქმედი ყველა დაინტერესებული მხარე - სახელმწიფო სტრუქტურები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორი, განათლების სხვადასხვა საფეხურზე ინკლუზიური განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ქსელს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც იზიარებს მემორანდუმის შინაარსს და მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურზე ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად.