phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

პროექტის კონსორციუმის წევრებმა დისემინაციის ერთობლივი კამპანია გამართეს

2023 წლის ივნისი-ივლისი პერიოდში კონსორციუმის წევრებმა დისემინაციის ერთობლივი კამპანია განახორციელეს კონსორციუმის არაწევრ უნივერსიტეტებში, ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო პროექტის ფარგლებში განვითარებული კურსების წარმოდგენა და დაინტერესებულ უნივერტისტეტებთან ამ კურსების დანერგის ხელშეწყობის გზების განხილვა. შეხვედრები გაიმართა გორში (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ზუგდიდსა (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი) და ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ასევე, თბილისში - თსუ-ში შეიკრიბენენ თბილისში მოქმდი უნივერსიტეტები (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი). კამპანიის ფარგლებში, პროექტის კონსორციუმის წევრები ასევე შეხვდნენ ადგილობრივი მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებს; გააცნეს პროექტის ფარგლბში ჩამოყალიბებული ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის მუშაობა და დაგეგმეს თანამშრომლობა. აღნიშნულ შეხვედრებში ჩართული იყო 530 მონაწილე.

პარტნიორები