phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’


პროექტის უცხოელმა პარტნიორებმა პროექტის ფარგლებში მეორე ვიზიტი განახორციელეს საქართველოში

2022 წლის შემოდგომის სემესტრში პილოტირებული კურსების მონიტორინგი-სუპერვიზიის მიზნით, საქართველოს ეწვივნენ კოლეგები შემდეგი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან: ვარშავის უნივერსიტეტი, ტრნასილვანიის უნივერსიტეტი ბრასოვში, პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში და მარბურგის უნივერსიტეტი. უცხოელი კოლეგები პილოტირებული კურსების მონიტორინგი-სუპერვიზიის მიზნით, ეწვივნენ თსუ-ს, ბსუ-სა, თესაუ-სა და აწსუს. უნივერსიტეტების მიხედვით, ევროპელმა კოლეგებმა განახორციელეს შემდეგი კურსების მონიტორინგი-სუპერვიზია:


თსუ:
- სმენის და მხედველობის სირთულეების მქონე მოსწავლეების განათლება
- ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლება

ბსუ:
- მხედველობის დარღვევის მქონე პირთა სწავლების მეთოდები და განვითარების თავისებურებები
- დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია
- აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში

თესაუ:
- დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია
- ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია
- ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების მეთოდოლოგია

აწსუ:
- ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია.

სამიზნე ადგილების მიხედვით ჩატარდა შემდეგი სემინარები:
- თბილისი: ქცევითი აშლილობები – პრევენცია და გავლენა განათლებაზე
- თელავი: (1) რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის ქცევის გეგმების შემუშავება და (2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა დისციპლინა
- ქუთაისი: ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის საფუძვლები
- ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები - UDL
სემინარებში მონაწილეობა მიიღო 54 სპეციალურმა მასწავლებელმა.
პრეზენტაციების სლაიდები იხილეთ აქ :

ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის საფუძვლები.pptx
ინკლუზია უმაღლეს სასწავლებლებში – UDL
რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის ქცევის გეგმების შემუშავება
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა დისციპლინა
ქცევითი აშლილობები – პრევენცია და გავლენა განათლებაზე

პარტნიორები