phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

„მარიანის“ შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში

ააიპ “მარიანიმ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწყო შეხვედრა ''ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ინკლუზიის მხარდასაჭერად'' პროექტის ფარგლებში. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.''მარიანის'' წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს მოკლევადიანი,სასერტიფიკატო და ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო კურსები.შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პარტნიორი უნივერსიტეტებისა და თითოეულ მათგანში არსებული შესაძლებლობების შესახებ სპეციალური განათლების მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების მეთოდისტები, სარეაბილიტაციო და ადრეული ჩარევის ცენტრების თანამშრომლები. მსმენელებმა გამოხატეს ინტერესი და გამოთქვეს მზაობა სხვადასხვა კურსების გასავლელად. პრეზენტაცია იხილეთ აქ

პარტნიორები