‘Equal Opportunities for Inclusive Life’ |
29-30 ივნისს, თსუ-ში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი პირველი ეროვნული კონფერენცია ჩატარდაში
CISI პროექტის ფარგლებში, კონსორციუმის ქართველი პარტნიორების მიერ საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას - "ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც გააშუქებს საქართველოში მიმდინარე ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებს განათლების სხვადასხვა საფეხურზე. ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ეროვნული კონფერენცია საშუალებას მისცემს პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს - მკვლევრებს, მასწავლებლებს, დამსაქმებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის, არაასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს იმსჯელეონ ინკლუზიური განათლების აქტუალურ საკითხებზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომით, ხელი შეუწყონ ინლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ზოგადად, ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას. 29-30 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი ეროვნული კონფერენცია - "ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები -2023". კონფერენიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მოხსენებები იხილეთ აქ - ჩამოტვირთვა 29 ივნისი , 30 ივნისი