‘Equal Opportunities for Inclusive Life’ |
პროექტის კონსორციუმის ქართველი კოლეგები პალაცკის ოლომოუცის უნივერსიტეტს ეწვივნენ
CISI პროექტის ფარგლებში, კონსორციუმის ქართველი პარტნიორები ეწვივნენ პალაცკის უნივერსიტეტს ოლომოუცში. ვიზიტში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის“ წარმომადგენლები. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების პრაქტიკის ორგანიზების დეტალების შესწავლა. რელევანტური საკითხები განხილული იყო სპეციალურად ორგანიზებულ ვორკშოფებზე; ქართველი კოლეგები ეწვივნენ საჯარო და კერძო სკოლებს ოლომოუცსა და მიმდებარე ტერიტორებზე. ეს გამოცდილება ასახულია სპეციალური მასწავლებელის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის გზამკლვევში, რომელიც CISI პროექტის ფარგლებში შემუშავდა და პროგრამის კურიკულუმის ნაწილს წარმოადგენს.