phone+995 599 71 43 05
phonetamar.makharadze@tsu.ge
geo eng
logo cisi

‘Equal Opportunities for Inclusive Life’

მოკლევადიანი ტრენინგები ქართულ უნივერსიტეტებში

CISI პროექტის ფარგლებში პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, სტუდენტებისთვისა და პარტნიორი სკოლების სპეციალური მასწავლებლებისთვის ჩატარდა მოკლევადიანი ტრენინგები, რომლებიც მიზნად ისახავდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით ინფორმირებულობის ამაღლებას. თეორიულ მასალასთან ერთად მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნაც. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენერების მიერ მომზადებულ სხვადასხვა აქტივობებში.

უნივერსიტეტბის მიხედვით წარმოადგენილი იყო შემდეგი თემები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

• სწავლის პროცესზე მისაწვდომობის გაზრდა მხედველობის დარღვევის მქონე პირთათვის;

• მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობის ეთიკა;

• ინკლუზიის გამოწვევები საზოგადოებაში:

• კურიკულუმის აკომოდაცია და მოდიფიკაცია ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის;

• ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეების შეფასება ინტერვენციისათვის.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტი:

• ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები;

• დასწავლის უნარის დარღვევის თავისებურებები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

• ინტელექტუალური და დასწავლის უნარის დარღვევები და მათი მახასიათებლები/საპრევენციო ღონისძიებები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

• ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლება;

• აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში.

პარტნიორები