CISI პროექტის წევრები ექვსი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
პროექტის შედეგების დისემინაციის ფარგლებში, CISI პროექტის წევრები ექვსი უნივერსიტეტის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი) სტუდენტებს შეხვდნენ. სტუდენტები გაეცვნენ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ კურსებს, იმსჯელეს ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური საზოგადოების მნიშვნელობაზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 250 მდე სტუდენტმა.